ავტორიზაცია

ლესტერმა ლილის ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

ლესტერმა ლილის ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა
თარიღი 05 ივნ 2021, 18:53

"ლილის" ნახევარმცველი, ბუბაქარი სუმარე "ლესტერში" გადადის. მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს.

როგორც ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, უახლოეს პერიოდში კლუბები ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებენ.

22 წლის ფეხბურთელში "მელიები" 23 მილიონ ევროს გადაიხდიან.

2020/21 წლების სეზონში სუმარემ "ლილის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.