ავტორიზაცია

გარსიას, აგუეროს და ემერსონის შემდეგ, ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა

გარსიას, აგუეროს და ემერსონის შემდეგ, ბარსელონას მთავარი სატრანსფერო სამიზნე გამოიკვეთა
თარიღი 05 ივნ 2021, 20:25

„ბარსელონა“ ზაფხულში დაცვის მარცხენა ფრთის გაძლიერებასაც შეეცდება.

დიდი ალბათობით, გუნდს ჟორდი ალბას პირდაპირი შემცვლელი, ხუნიორ ფირპო, გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს. ამიტომ, „ბარსა“ აქტიურად ეძებს მოთამაშეს, რომელიც ალბას ჩანაცვლებას მოახერხებს ხოლმე.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ყველაზე აქტიურად, „ბლაუგრანაში“ „ვალენსიას“ მარცხენაფლანგელი, ხოსე გაია განიხილება. „ბარსას“ სკაუტები ესპანელს უკვე არაერთი წელია აკვირდებიან და მისი პროგრესით მოხიბლულნიც დარჩნენ.

პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს. მისი კონტრაქტი „ღამურებთან“ 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 

ლა ლიგის გასულ სეზონშ გაიამ 33 მატჩში 1 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. მის მიმართ „ბარსელონას“ ინტერესის შესახებ გასულ ზაფხულსაც იწერებოდა, მაგრამ ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ ამ ზაფხულს ოფიციალურად უკვე დაიმატა სერხიო აგუერო, ერიკ გარსია და ემერსონ როიალი.

აი, რატომ სურს „ბარსას" გაიას შეძენა: