ავტორიზაცია

უეფას პრეზიდენტი: "სუპერლიგის შემქმნელებს ვკითხე: "როგორ ვერ მიხვდით, რომ ნეხვში ჩააბიჯეთ?"

უეფას პრეზიდენტი: "სუპერლიგის შემქმნელებს ვკითხე: "როგორ ვერ მიხვდით, რომ ნეხვში ჩააბიჯეთ?"
თარიღი 05 ივნ 2021, 22:02

უეფას პრეზიდენტი, ალექსადნრ ჩეფერინი, ევროპის სუპერლიგის გაკრიტიკებას აგრძელებს.

„სუპერლიგის ყველა ამ ხელმძღვანელმა დაინახა გზა, თუ როგორ შეიძლება მათი კლუბი მუდამ ევროპული ფეხბურთის სათავეში იდგეს. ზუსტად ვიცი, რომ პირველი, რაც მათ იფიქრეს, იყო ის, რომ უეფას ტურნირებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ, მაგრამ პარალელურად შიდა ჩემპიონატებში დარჩენილიყვნენ, სადაც ითამაშებდნენ მეორე შემადგენლობებით, რადგან ძირითად თერთმეტეულს თავისი ტურნირისთვის შემოინახავდნენ.

მეორე ნაბიჯი იქნებოდა ეროვნული ჩემპიონატებიდან წასვლა, რათა სუპერლიგის მატჩებში ყველა უიქენდზე ეთამაშათ.

როგორ ფიქრობთ, ცდებოდა თუ არა სუპერლიგის ფინანსები ფეხბურთის საზღვრებს?

ცალსახად. ფაქტობრივად, ფონად მიმდინარეობდა კლასების ბრძოლა, იმიტომ რომ რეაქცია ძალიან უხეში იყო. აქვთ თუ არა 12 მილიარდერს უფლება, რომ ჩვენი თამაში წაგვართვან? შეიძლება თუ არა ყველაფრის ყიდვა ფულის სანაცვლოდ?

ფეხბურთი მეტია, ვიდრე უბრალოდ თამაში, ეს ეროვნებების, ხელოვნების და საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ამიტომაც იყო მათი სიტუაციის შეფასება სრულიად უადგილო.

ამის შემდეგ, მათ ვკითხე: „როგორ ვერ მიხვდით, რომ ნეხვში ჩააბიჯეთ?“ 

ვფიქრობ, კარგია, რომ ეს ყველაფერი მოხდა, იმიტომ რომ ხიფათი, რომელიც ჰაერში სუფევდა, გაქრა. ახლა ამ კლუბებთან სოლიდარობის მექანიზმზე საუბარი უფრო მარტივია.

ბრძოლა ძალიან რთული იყომ, ეს 48 საათი სრულიად შეშლილი იყო, ახლა კი აშკარაა: ისინი ამის გამეორებაც აღარ შეეცდებიან. ვფიქრობ, შემდეგი 10-15 წლის მანძილზე, ეს საკითხი მწყობრში იქნება. შემდეგ შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ მე ფეხბურთში ამ დროს აღარ ვიქნები.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.