ავტორიზაცია

ატლეტიკოს მცველი მანჩესტერში სახლის ძიებას შეუდგა - პრემიერ ლიგაში დაბრუნება ახლოვდება

ატლეტიკოს მცველი მანჩესტერში სახლის ძიებას შეუდგა - პრემიერ ლიგაში დაბრუნება ახლოვდება
თარიღი 05 ივნ 2021, 22:54

„ატლეტიკოს“ მცველი, კიერან ტრიპიერი, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.

The Athletic-ის ინფორმაციით, ინგლისელი ფეხბურთელით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უკვე მიუსხდნენ.

„ატლეტიკოს“ ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი გაყიდვა ამჟამად უფრო რეალური ვარიანტია.

როგორც წყარო ამტკიცებს, ტრიპიერი მანჩესტერის მიდამოებში ბინის ძიებას უკვე შეუდგა და შესაძლოა, ტრანსფერი სულ მალეც შედგეს.

ლა ლიგის გასულ სეზონში ტრიპიერმა 28 მატჩში 6 საგოლე გადაცემა მიითვალა. „ატლეტიკოში“ ის რამდენიმე წლის წინ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გადაბარგდა.