ავტორიზაცია

სარეკორდო ტრანსფერი - არსენალის სამიზნე ასტონ ვილაში გადადის

სარეკორდო ტრანსფერი - არსენალის სამიზნე ასტონ ვილაში გადადის
თარიღი 05 ივნ 2021, 22:59

„ნორვიჩის“ ნახევარმცველი, ემილიანო ბუენდია, პრემიერ ლიგის გუნდში გადასვლასთან არის ახლოს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, 24 წლის არგენტინელ შემტევაში ბირმინგემული „ასტონ ვილა“ 30 მილიონ ფუნტ-სტერლინგს გადაიხდის, რაც ამ გუნდის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი იქნება.

გარიგება იქნება შემდგარი ბონუსებისგან და ჯამში, „ვილას“ შესაძლოა ეს ტრანსფერი 40 მილიონ ევრომდეც კი დაუჯდეს.

გასულ სეზონში, არგენტინელმა ჩემპიონშიპის 39 მატჩში 15 გოლი და 16 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ბუენდია ლონდონის „არსენალის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეც იყო, თუმცა „ასტონ ვილამ“ უფრო იაქტიურა და ტრანსფერის პრაქტიკულად დახურვაც მოახერხა.