რომან დოლიძემ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და გამარჯვების გზას დაუბრუნდა

UFC APEX-ის ივენთზე თავისი ბრძოლა გამართა ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ.
მარტში, დოლიძემ თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი იწვნია და ამიტომ, დღეს გამარჯვება სასიცოცხლოდ ესაჭიროვებოდა, რათა მოგებების გზას დაბრუნებოდა.
დოლიძის მეტოქე არგენტინელი ლაურეანო სტაროპოლი იყო, რომელიც ქართველმა მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
არცერთ მებრძოლს ამ ბრძოლაში ნოქდაუნი არ განუხორციელებია, მაგრამ დოლიძემ მეტოქემდე 89 მცდელობიდან 52 ზუსტი დარტყმა მიიტანა (58.4%), მაშინ როდესაც არგენტინელის მაჩვენებელი იყო 25 ზუსტი დარტყმა 63 მცდელობიდან (39.7%).
რაც შეეხება თეიქდაუნებს, დოლიძემ მეტოქეს აქაც აჯობა და 9 მცდელობიდან 5 ჰქონდა წარმატებული, სტაროპოლის კი 5-დან 3.