ავტორიზაცია

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბარსელონა უარით ორჯერ გავისტუმრე", - ხავიმ მიზეზი დაასახელა

"სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბარსელონა უარით ორჯერ გავისტუმრე", - ხავიმ მიზეზი დაასახელა
თარიღი 06 Jun 2021, 10:49

იყო დისკუსიები იმის თაობაზე, თუ ვინ იქნებოდა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი 2021/22-სეზონში, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი დასრულდა - გუნდს კიდევ მინიმუმ ერთი წლით, რონალდ კუმანი უხელმძღვანელებს.

მიუხედავად ამისა, კატალონიელ ლეგენდას, ხავი ერნანდესს, ისევ და ისევ უკავშირებენ „ბარსელონაში“ დანიშვნას. კლუბმა მას მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ორჯერ შესთავაზა, თუმცა როგორც თავად ექს-ნახევარმცველი ამბობს, დანიშვნისთვის იდეალური დრო არ იყო.

„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, „ბარსელონას“ უარი ორჯერ ვუთხარი, განსხვავებული ვითარების, ოჯახის და კონსტრუქციული მიზეზების გამო. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი იყო, რადგან „ბარსას“ გულშემატკივარი ვარ, თუმცა იდეალური დრო არ იყო.

როცა დრო მოვა, საკითხი ისევ დაბრუნდება და შემდეგ გადავწყვეტთ. ეს შემოთავაზებები, რომელიც ვახსენე, წლების წინ იყო და იდეალური დრო ნამდვილად არ ყოფილა. არსად არ მეჩქარება.

ბარსელონაში ჩამოვდივარ თუ არა, ხალხი აეროპორტში მხვდება და შემდეგ მესიჯებს მწერს. „კი მაგრამ, მათ არაფერი გითხრეს?“ არა, პირველ რიგში იმიტომ, რომ მათ მწვრთნელი (კუმანი) უკვე ჰყავთ, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, მეორე მხრივ კი, მე არსად არ მეჩქარება.“ - დაამატა ხავიმ.