ავტორიზაცია

ლივერპული სამ წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს

ლივერპული სამ წამყვან ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს
თარიღი 06 ივნ 2021, 12:10

„ლივერპული“ გუნდის ლიდერებთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობს.

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მერსისაიდული გუნდი აქტიურად მუშაობს ალისონ ბეკერის, ფებინიოს და ვირჯილ ვან დეიკის კონტრაქტების გახანგრძლივებაზე.

სამივე ამ ფეხბურთელის შენარჩუნება „ლივერპულს“ მინიმუმ კიდევ 4 წლით, ანუ 2025 წლამდე სურს.

ალისონს გუნდთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს, ვან დეიკს და ფაბინიოს კი - 2023-მდე.

შეგახსენებთ, რომ ვირჯილ ვენ დეიკმა ტრავმის გამო პრაქტიკულად მთლიანი სეზონი გამოტოვა და ვერც ევრო 2020-ზე იღებს მონაწილეობას.