» იხილე განახლებული ვებ-გვერდი

5 მიზეზი იმისა, თუ რატომ დამარცხდა საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან მატჩში



კიდევ ერთი იმედის გაცრუვება... კიდევ ერთხელ, უკვე მერამდენედ ვიქეცით 90 წუთში უკიდურესი ოპტიმიზმისტებიდან უკიდურეს პესიმისტებად. უკვე ყელშიც აღარ ამოგვდის. ეს ყველაფერი იმდენი ხანია გრძელდება, "დავიღალე, მოთმინების ფიალა ამევსოო" - ამის თქმა უკვე არსებულ სიტუაციის აღარც შეეფერება. ახლა, ეს სხვა განზომილებაა, სადაც ყველაზე დიდ მოიმედესაც ეკარგება იმედი; სადაც, ყველაზე დიდ გულშემატკივრებსაც სწყინდებათ ნაკრების ფეხბურთელების თუ მწვრთნელის საფუძვლიანი კრიტიკა, რადგან ეს მათ წარსულში ძალიან, ძალიან ბევრჯერ გააკეთეს და, რაც მთავარია, უშედეგოდ. ეს განზომილება რაღაც ჩაკეტილ სისტემას ჰგავს, სადაც რაღაც სანუგეშებლის, იმედის მომცემის პოვნა გვინდა. თუმცა, არსებული (ძალიან სავალალო) მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს ამაზე ფიქრიც უაზროდ მიაჩნია, ბევრს უკვე დაკარგული აქვს უკანასკნელი იმედი. ერთი სიტყვით, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ნაკრების გულშემატკივრობაში ნიჰილზმის მიმდევრების როლში გვევლინებიან და მათთვის აზრი უკვე ძალიან ბევრ რამეს დაეკარგა. ძალიან რომ აღარ გაგვიგრძელდეს ამ საშინელ სიტუაციაზე ტირილი და ვაება, გეტყვით, რომ ამ სტატიაში არ ვაპირებ მე ზემოთ ხსენებული ადამიანებისგან განსხვავებით იმედიან გულშემატკივრად მოგევლინოთ და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტებზე გესაუბროთ. არა! ამ ვარიანტების პოვნა და მათზე მსჯელობა კიდევ უფრო რთული და საშინელია, ვიდრე არსებული სიტუაცია. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ იმ ფაქტორებზე, რამაც გუშინ ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა და სკეპტიკოსებად გვაქცია. უფრო რომ დავაზუსტოთ, განვიხილავ იმ ძრითად ხუთ მიზეზს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ნაკრების მიერ ირლანიასთან შეხვედრაში განცდილი ფიასკო.

ხუთი მცველით თამაში

kverkvelia მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, სხვადასხვა საფეხბურთო საიტები, თუ უბრალო ადამიანები (სოციალური ქსელების საშუალებით) გამოხატავდნენ თავიანთ აზრს საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით. ალბათ, არ არსებობს არცერთი ისეთი ვერსია, რომელიც იმ თერთმეტეულს დაემთხვა, რაც მინდორზე თემურ ქეცბაიამ გამოიყვანა. ასეთი რამე ფეხბურთში ძალიან იშვიათად ხდება. თუმცა, ჩვენ ხომ ყოველთვის ახალ ველოსიპედს ვიგონებთ; ჩვენ ხომ ყველაზე "ჭკვიანური" გზები გვაქვს მეტოქის დასამარცხებლად. ცინიზმში ძალაინ რომ არ შევტოპოთ, დავსერიოზულდეთ და ვთქვათ, თუ რა იყო ამ იშვიათი შემთხვევის მიზეზი... უპირველეს ყოვლისა ის ხუთი მცველი, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა ერთად დააყენა ძირითად შემადგენლობაში. აქვე, კიდევ მეორე იშვიათობას ვაწყდებით: წინასამატჩო პრეკონფერენციაზე ქეცბაიამ განაცხადა, რომ გუნდში ასეთი შემართება არასდროს ყოფილა, ყველა ფეხბურთელი ოპტიმისტურ განწყობაზე იყო და, შესაბამისად, ისინი მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძოლებდნენ. ზემოთ ხსენებული მეორე არაბუნებრივი შემთხვევაც მაშინ გამოიკვეთა, როცა მოედანზე ხუთი მცველი გამოვიდა. საქმე იმაშია, რომ მატჩის წინ მწვრთნელის ოპიმისტურ და საბრძოლო შინაარსის გაცხადებებს აბსოლუტურად არ შეესაბამედო ეს მეტად არასაბრძოლო თერთმეტეული. თარგამაძე, კობახიძე, ყაზაიშვილი, ებრალიძე, დოლიძე, მჭედლიძე... ეს იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლითაც გუშინ შეეძლო ქეცბაიას თავისი საბრძოლო განწყობა საბრძოლო შემადგენლობაში აესახა. მაგრამ, არა! შემტევი შემდაგენლობა კი არა, გუნდს გამთამაშებელიც კი არ ჰყავდა, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში ზემოთ ხსენებული "ბოის" წამოწყება ევალება. ასეთი ფეხბურთელის არარსებობა გუშინდელ მატჩში კარგად გამოჩნდა იმ მომენტებში, როცა ქართველებს, შეტევის წამოწყებისას, ბურთი დაბალი პასით მხოლოდ საყრდენამდე მიჰქონდათ, იმის შემდეგ კი, კეთდებოდა გამიზნული (სინამდვილეში უაზრო და არაფრის მომცემი) პასი, ძირითადად, თავდამსხმელ გელაშვილზე, რომელსაც უჭირდა პრემიერ ლიგის ოთხ მცველთან მეორე სართულზე ბრძოლა. აქედანაც იგივე დასკვნა გამოგვაქვს. არ არსებობდა ის ფეხბურთელი, რომელიც ცენტრალურ ნახევარდაცვასა და შეტევას ერთმანეთთან დააკავშირებდა. ეს ყველაფერი კი, როგორც ზემოთაც აღვნიშე, მოედანზე ერთით მეტი მცველის ყოლამ გამოიწვია.

არათავდაჯერებულობა; შეტევის "შიში"

ananidze ზემოთ აღნიშნულ ფაქტორში ვახსენე , ქართველი ფეხბურთელები ბურთს წინ უაზროდ აგდებდნენ, რადგან დაბალი პასებით იგი მეტოქის საჯარიმომდე არ მიდიოდათქო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, როცა ბურთი მოედნის ცენრში მდგომ მოთამაშეს მიუვიდოდა, ის წინ სვლას ვეღარ ახერხებდა. თითქოს, მათ რაღაც აბრკოლებდათ და ყველა ასეთ შემთხვევაში ბურთი ჯერ მცველებს, შემდეგ კი ლორიას უბრუნდებოდა. ფეხბურთში ეს იმდენად არაბუნებრივი მოვლენაა (განსაკუთრებით იმ გუნდისთვის, რომელიც აგებს), რომ ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივარიდან ბევრი გაოცებული დარჩა ასეთი უცნაურ მოქმედებებით, ზოგმა კი სტვენა დაუწყო საკუთარ ფეხბურთელებს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თეთრ მაისურიანების არათავდაჯერებულობა და შეტევის "შიში" იყო. სინამდვილეში, მათ შეეძლოთ დაბალი, გამიზნული პასებით, ან თუნდაც ინდივიდუალური ოსტატობით ბურთის მეორე ნახევარზე გადატანა და ორგანიზებული შეტევის განხორციელება, რომ არა ზემოთ აღნიშნული არათავდაჯერებულობა. სწორედ ამაზე ისაუბრა თემურ ქეცბაიამ მატჩის შემდგომ პრეკონფერენციაზე: "თუ შეუძლია გუნდს რომ გაშვებული გოლის შემდეგ გამოცოცხლდეს, თავიდანვე რატომ არ თამაშობენ? გოლი გავუშვით და იფიქრეს, რომ მაინც ვაგებდით და ცოტა აზრზე მოვიდნენ. გუნდში არ არის ლიდერი, რომელიც ნაკრებს წაიყვანს. ეს ოქრიაშვილმა ითავა, მაგრამ მხოლოდ ნახევარი საათის მერე მოხდა ეს, როცა გაგვახსენდა, რომ უნდა გვეთამაშა. თავად ფეხბურთელებმა უნდა გადალახონ ეს ბარიერი." შეტევა რომ ნამდვილად შეეძლოთ, მართლაც გამოჩნდა ოქრიაშვილის გოლის შემდეგ. თითქოს, ეს იყო ის ბიძგი, ის ნაბიჯი, რომელმაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს დააძლევინა შეტევის "შიში", მისცა საშუალება ერწმუნათ თავისი ძალების და მათი შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინათ. ამ პრობლემას ნამდვილად არ შველის მოედანზე ვარჯიში. აღნიშნული ბარიერის გადასალახად ფეხბურთელებმა თავიანთ თავზე რაც შეიძლება ხშირად უნდა იმუშაონ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუ საჭიროებამ მოითხოვა, შესაბამის სპეციალისტთან გასაუბრებაც (ვგულისმობ ფსიქოლოგს) არ იქნება ურიგო.

მწვრთნელთან კონფლიქტები

qecbaia მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის დაპირისპირება ხშირად ხდება დიდ გუნდებში და, შესაბამისად, თუ ასეთ რამეს საქართველოს ნაკრებში ჰქონდა ადგილი, გასაკვირი ნამდვილად არაა. მაგრამ, ამ ყველაფერმა, ზოგადად, გუნდის ინტერესები არცერთ შემთხვევაში არ უნდა დააზარალოს. თუმცა, ამ მხრივ საქართველოს ნაკრებთან წინააღმდეგობას ვაწყდებით. საქმე იმაშია, რომ ასეთმა შემთხვევებმა უკვე არაერთხელ აზარალა გუნდი და გამონაკლისი არც ირლანდიასთან გამართული მატჩი იყო. პირველ რიგში, ყურადღება მინდა გავამახვილო ქართველი მეკარის, ნუკრი რევიშვილსა და თემურ ქეცბაიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ 28 წლის მეკარემ, ყველას მოულოდნელად, ბოლო ამხანაგური მატჩები გამოტოვა. ამის მთავარ მიზეზად რევიშვილმა ვადაგასული ვიზა დაასახელა. მეტიც, როცა ქეცბაიამ მას ნაკრებში დაუძახა, ვიზის განახლებას იგი ვეღარ მოასწრებდა. მთავარი მწვრთნელის თქმით კი, რევიშვილი, მის გამოძახებდამდე სამი კვირით ადრე, საქართელოში იმყოფებოდა და, შესაბამისად, მას საკმარისი დრო ჰქონდა იმ საბუთების მოსაწესრიგებლად, რომელიც ქართველ კიპერს საქართველოს საზღვრების გადალახვაში სჭირდებოდა. თუმცა, მეკარემ ამ დროის განმავლობაში თავის მეგობრებთან ერთად ნადირობა ამჯობინა ნაკრების საქმეების მოგვარებას. ეს ყველაფერი რევიშვილმა უარყოდა და განაცხადა, რომ საბუთებზე შექმნილი პრობლემების მოსაგვარბლად მას საკმარისი დრო არ ჰქონდა. ქეცბაია ნაკრების მეკარეს უკვე ღიად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ნუკრიმ უარი თქვა ნაკრებში თამაშზე მანამ, სანამ მთავარი მწვრთნელი არ შეიცვლებოდა. ამ შემთხვევაში მტყუან-მართლის გარჩევას არ დავიწყებ და ეს ჩემი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ!!! მაგრამ, ის, რომ ნაკრებმა გაურკვეველი ვადით დაკარგა მეკარე, რომელიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ძირითადი კიპერი იყო მაშინ, როცა "ჯვაროსნებს" ათ მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. არავინ იცის რას იზამდა რევიშვილი გუშინდელ მატჩში, როცა ლორიამ ტრავმა მიიღო და იგი კვასხვაძემ შეცვალა. ამ შემთხვევაში ამ უკანასკნელს არ ვაკნინებ და, მეტიც, იგი გუშინ ნამდვილად კარგად ჩაერთო შეხვედრაში. მაგრამ, რევიშვილიც რომ არანაკლები (თუ არა უფრო მაღალი) დონის მეკარე და ძალიან საჭირო ფეხბურთელია ნაკრებისთვის ეს ზემოთ ხსენებულ ათ მატჩიან წაუგებელ სერიაშიც გამოჩნდა. კიდევ ერთ დაპირისპირებას ქეცბაიასა და ნაკრების ფეხბურთელს შორის დავით სირაძის შემთხვევაში ვაწყდებით. ეს ორი მხარე მაშინ დაუპირისპირდა ერთმანეთს, როცა საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა 2011 წელს პოლონეთთან გასამართი ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა. ფეხბურთელმა ამის მიზეზად (როგორც რევიშვილის შემხვევაში) ვიზის არქონა დაასახელა. მან განაცხადა, რომ სამ დღეში ვიზის გაკეთებას ვერ მოასწრებდა. ამის შესახებ ქეცბაიასაც შეატყობინა და მთავარი მწვრთნელიც ამ ამბავს, როგორც სირაძემ განაცხადა, გაგებით მოეკიდა. თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში თემურ ქეცბაიამ გულისწყრომა გამოთქვა ამ მოთამაშის საქციელის გამო, რომ მან თავისი ნებით თქვა უარი ნაკრების დახმარებაზე პოლონეთის წინააღმდეგ მატში. ამან კი, სირაძე აღაშფოთა, რადგან, მისი თქმით, ქეცბაიამ ქართველი ფეხბურთელის ნაკრებში ჩამოუსვლელობის რეალური მიზეზი იცოდა. ამას მოჰყვა "ევრო 2012"-ის შესარჩევის ბოლო მატჩში (საბერძნეთთან) სირაძის არგამოძახება. ეს თანაც ისე მოხდა, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის არაფერი არ შეუტყობინებიათ. ამან კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია ამ ორ მხარეს შორის, რაც საბოლოოდ იმაში აისახა, რომ 2011 წლის შემდეგ სირაძეს ნაკრებში აღარ უთამაშია. ამ შემთხვევაშიც უმთავრესი ობიექტი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, საქართველოს ნაკრებია, რადგან გუნდს დააკლდა უნიჭიერესი ფორვარდი. სირაძის გოლის ალღო ბევრ თავდამსხმელს შეშურდება და გაოცებაში მოიყვანს. 33 წლის მოთამაშე სიბერეშიც არ კარგავს ფორმას. მან საქართველოს ჩემპიონატის საწყის სამ ტურში 3 გოლი გაიტანა. სირაძე საქართველოს ნაკრებში რამდენიმე გადამწყვეტი გოლის ავტორი და მეორე სართულზე თამაშის უბადლო ოსტატია. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, როგორი ძალა დააკლდათ "ჯვაროსნებს" ირლანდიასთან მატჩში აღნიშნულის ფეხბურთელის სახით. ამის მიზეზი კი, თქვენთვის უკვე მარტივი მისახვედრი უნდა იყოს. გარდა ამ ორი მოთამაშისა, ქეცბაისთან კონფლიქტის გამო საქართველოს ნაკრებიდან წასულთა სიაში "საპატიო" ადგილს იკავებენ: ზურაბ ხიზანიშვილი, გოგიტა გოგუა, ალექსანდრე ამუსლაშვილი, ლევან ყენია...

უთამაშებლობა და უფორმობა

kvirkvelia ეს ჭირი საქართველოს ოდითგანვე მოსდევს და ახალი ნამდვილად არაა. არც გუშინდელი მატჩი იყო გამონაკლისი. ამ მხრივ აღსანიშნავია ძრითადში ყოფილი "დინამოელის", დავით კვირკველიას ძირითად თერთმეტეულში დაყენება. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც უკანასკნელი შეხვედრა 23 ივლისს ჩაატარა. თანაც, კვირკველიას ფორმიდან ამოვარდნაზე, უთამაშებლობასთან ერთად, იმანაც იმოქმედა, რომ იგი უკვე 34 წლისაა და სტაბილური სათამაშო კონდინციების შენარჩუნება მისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე წარმოიდგინეთ, რომ აღნიშნულ მოთამაშეს უნდა გაეჩერებინა პრემიერ ლიგის სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები. კვირკველიას პროფეიონალზმში ეჭვი არ შემაქვს, რადგან იგი წლების მანძილზე ძალიან საჭრიო ფეხბურთელი იყო ნაკრებისთვის და ბევრი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაუტარებია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის უქონლობა და დიდი ასაკი თავისას შვება. მოდით, ორიოდე სიტყვა ამ მარცხენა მცველის ალტერნატივაზეც ვთქვათ: გუშინდელ შეხვედრაში გამოძახებული ფეხბურთელებიდან პირველი გიორგი რეხვიაშვილი გვახსენდება. ამ ბიჭის თამაში ევროპის ლიგაზე ყველას ახსოვს. იგი როცა მოედანზე ფსიქოლოგიურადაც დიდ დახმარებას უწევს მის თანაგუნდელებს. მასში არის ის ლიდერის თვისებები, რომელიც გუშინ მეტად აკლდათ "ჯვაროსნებს". პოზიციით, "ბოლუსპორის" ფეხბურთელი, ცენტრალური მცველია, მაგრამ თუ მას პირდაპირი გაგებით განვიხილავთ კვირკველიას კონკურენტად, მაშინ ნამდვილადაა შესაძლებელი ნაკრების ახალწვეულის მარცხენა ფლანგზე დაყენება, რადგან მას ყოფილ "დინამოელზე" არანაკლები (თუ არა მეტი) სისწრაფე და ტექნიკა აქვს. თანაც, მას, კვირკველიასგან განსხვავებით, დიდი სათამაშო პრაქტიკა გააჩნია მაღალი დონის კლუბების წინააღმდეგ. უთამაშებლობაზე მეტად, აკაკი ხუბუტიას შემთხვევაში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მის უფორმობაზე. ეს ფეხბურთელი, რომელმაც ამ ზაფხულზე შეიცვალა გუნდი, გუშინდელ მატჩში სათანადოდ ნამდვილად ვერ გამოიყურებოდა. მაშინ, როცა "ჰაპოელის" ახლაწვეულს უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი მიღებული, მეორე ტაიმში ისევ დაუკვირვებლად ითამაშა და რომ არა მსაჯის ლოიალური ქცევა, საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმის ნაწილს ათი კაცით ითამაშებდა. გარდა ამისა, სწორედ ხუბუტია იყო ის მოთამაშე, რომელმაც მიაღებინა ბურთი კარისკენ ზურგით მდგომ მაკგიდის, დამუშავება და შემოტრიალება აცალა, რასაც ირლანდიელთა მეორე გოლი მოჰყვა. ეს ფაქტები ნამდვილად დასაფირებელია და სწორი დასკვნების გამოტანაა საჭირო!

იღბალი

3 რა თქმა უნდა, ამ ფაქტორმაც მეტ-ნაკლებად ითამაშა როლი გუშინდელ მარცხში. სტუმრებს მეორე ნახევარიც რომ ისე ეთამაშათ, როგორც პირველი ტაიმის საწყისი დრო, ვიფიქრებდით, ჩვენი მეტოქე მეორე გოლსაც იმსახურებს და სრულიად ლოგიკურია ეს შედეგითქო. თუმცა, მატჩის ბოლო 45 წუთში მეტოქე გუნდის წევრებს მეორე გოლამდე რეალური მომენტი არც შექმნიათ. მეტიც, ისინი იშვიათად უახლოვდებოდნენ ჩვენს საჯარიმოს და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო პასიურები ხდებოდნენ. თუმცა, მატჩის ბოლოს მოხდა ის, რაც მხოლოდ საქაართველოს ნაკრებს შეიძლება დაემართოს. ჩვენ ეს ტრადიცია ოდითგანვე მოგვდევს. მოდით, ისევ მოვერიდოთ ცინიზმის მორევს და იმ დასანან ფაქტზე გავამახვილოთ ყურადღება: მაკგიდის, რომელმაც 90 წუთზე შეგვირხია ბადე და ყველა იმედი მოგვიკლა, აქამდე ეროვნული ნაკრების შემდაგენლობაში ჩატარებულ 68 მატჩში მხოლოდ სამი გოლი ჰქონდა გატანილი. ჩვენ კი, დუბლი შეგვისრულა. ეს, რა თქმა უნდა, უიღბლობაცაა! კახა ყიფიანი, სპეციალურად GOAL.GE-სთვის

GOAL.GE [poll id="130"]


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ბენზემა: "დაგისახელებთ მოთამაშეს, რომელიც არის ფორმულა 1, მე კი მის ფონზე - კარტინგი"

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ საკუთარი თავისა და ოლივიე ჟირუს შედარება ასე დაახასიათა:

დღეს, 23:52

"იუვენტუსის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ სეზონი დასრულებულია", - კასანო

იტალიის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, ანტონიო კასანომ ტურინის "იუვენტუსის" შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 23:44

გვარდიოლა: "დავბრუნდებით უფრო ძლიერები, ჭკვიანები და მსუქნები"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის გულშემატკივრებს მიმართა:

დღეს, 23:37

"სეზონის განახლება უნდა ყველას, ლივერპულის ჰეითერების გარდა", - ლინეკერი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა მორიგი საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 23:27

"ფერგიუსონს 12-ქულიანი უპირატესობაც არ აკმაყოფილებდა", - ვან პერსი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, რობინ ვან პერსიმ, სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ ისაუბრა:

დღეს, 23:15

სიმეონემ პრემიერ ლიგაში სასურველი ფეხბურთელი შეარჩია

არ არის გამორიცხული, "ატლეტიკომ" ზაფხულში "ჩელსის" ფეხბურთელი იყიდოს.

დღეს, 22:21

მიულერის მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ბაიერნის" თავდამსხმელის, ტომას მიულერის მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

დღეს, 21:57

ნოიერმა ბაიერნს მოთხოვნა წაუყენა, შეთანხმება ვერ ხერხდება

"ბაიერნი" და გოლკიპერი, მანუელ ნოიერი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

დღეს, 21:48

იუვენტუსის შეთავაზება: 55 მლნ ფუნტი და ორი ფეხბურთელი პოგბას სანაცვლოდ

"იუვენტუსი" მზადაა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფეხბურთელების გაცვლა შესთავაზოს.

დღეს, 21:40

ჰაკიმის პრემიერ ლიგიდან სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Sky Sports ავრცელებს.

დღეს, 21:26

მანჩესტერი პოგბას პოტენციურ შემცვლელში კოლოსალურ თანხას იხდის

დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.

დღეს, 20:41

მოლაპარაკებები დაწყებულია: ლევან კორღალიძე კვლავ ეროვნული ლიგის გუნდს გაწვრთნის?

გუშინ, "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან კორღალიძემ ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 20:32

რონალდუ და მესი შეიძლებოდა ერთ გუნდში გვეხილა - ყველაფერი ფლორენტინო პერესმა ჩაშალა

„რეალის“ საპრეზიდენტო რბოლის ინტრიგები გუნდს თითქმის კრიშტიანუ რონალდუს დაკარგვის ფასად დაუჯდა.

დღეს, 18:27

კორონავირუსის გამო, ფეხბურთელთა ფასები დაეცემა - პოგბა "კაპიკები" ეღირება?

კორონავირუსის პანდემია და მისი შედეგები საფეხბურთო ბიზნესზე ძალიან ისახება.

დღეს, 18:11

სანამ მსოფლიოში კარანტინია, რონალდინიო ციხეში მშვენივრად ერთობა [VIDEO]

სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ბრაზილიელი რონალდინიო პარაგვაის ციხეში.

დღეს, 18:05

მაქსი ლოპესმა სოციალურ ქსელში იკარდი და ვანდა ნარა მიწასთან გაასწორა

„პსჟ-ს“ ფორვარდმა, მაურო იკარდიმ და მისმა მეუღლემ, ვანდა ნარამ, კორონავირუსის დროს პარიზის დატოვება და მილანში გამგზავრება გადაწყვიტეს.

დღეს, 18:00

ხაბიბი: "კორონავირუსი არის ღვთის სასჯელი - მას სთხოვეთ პატიება"

UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე ისაუბრა.

დღეს, 17:47

ფერგიუსონი - ხაბიბს: "18 აპრილი ახლოსაა, შენ კი რუსეთში მიიმალე"

UFC-ს მსუბუქი წონის მებრძოლმა, ტონი ფერგიუსონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვს მიმართა.

დღეს, 17:44

ლაუტაროს ტრანსფერი ბარსელონაში პრაქტიკულად ჩაიშალა

„ინტერის“ ფორვარდის, ლაუტარო მარტინესის ტრანსფერი „ბარსელონაში“ შესაძლოა არც შედგეს.

დღეს, 17:39

ზიდანმა ობამეიანგს დაურეკა - ტრანსფერი ახლოვდება?

„არსენალის“ თავდამსხმელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ზაფხულში შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადაბარგდეს.

დღეს, 17:24

ჯანფრანკო ძოლამ საუკეთესო პარტნიორი და ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფანჯრანკო ძოლამ, საუკეთესოები დაასახელა.

დღეს, 17:21

უკრაინელმა ფეხბურთელმა დაასახელა ერთადერთი ცნობილი მწვრთნელი, რომელსაც ვალერი ლობანოვსკი პატივს სცემდა

კიევის „დინამოს“ ყოფილმა მცველმა, ალექსანდრ გოლოვკომ, ლეგენდარულ მწვრთნელ ვალერი ლობანოვსკიზე ისაუბრა.

დღეს, 17:14

მანჩესტერ სიტის გვარდიოლას პოტენციური შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს

„მანჩესტერ სიტი“ განაგრძობს ხოსეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლისთვის მზადებას.

დღეს, 17:05

"მინდა, მომავალში შვიდნომრიანი მაისური მოვირგო", - გრიზმანი ბარსადან წასვლას არ აპირებს

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ანტუან გრიზმანმა, გულშემატკივართა რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.

დღეს, 16:41

პრემიერ ლიგის დარჩენილი მატჩები შესაძლოა გუნდების სავარჯიშო ბაზაზე ჩატარდეს

უმაღლეს ინგლისურ დივიზიონში 92 მატჩის ჩატარება დარჩა.

დღეს, 16:23

"იმედია, ტრანსფერი მალე შედგება", - კავანის ახალი გუნდი უკვე ცნობილია?

„პარი სენ-ჯერმენის“ ფეხბურთელი, ედინსონ კავანი, დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დღეს, 16:19

პარი სენ-ჟერმენი შესაძლოა კოლოსალური თანხის გარეშე დარჩეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდება, თუ სეზონი 30 ივლისამდე ან უფრო გვიანობამდე გაგრძელდება.

დღეს, 16:16

შევჩენკო, კალაძე და კიდევ ერთი პოსტ-საბჭოელი მილანში - ვინ გააფუჭა ჭოხონელიძის დოსიე?

რევაზ ჭოხონელიძის შესახებ ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი ითქვა და დაიწერა.

დღეს, 16:14

მესი: "გვაიძულებდნენ გაგვეკეთებინა ის, რასაც ისედაც ვაპირებდით"

„ბარსელონას“ ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 16:07

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10