ავტორიზაცია

დიეგო სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივს

დიეგო სიმეონე ატლეტიკოსთან კონტრაქტს გაახანგრძლივს
თარიღი 06 ივნ 2021, 14:08

უახლოეს დღეებში, დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS იტყობინება.

გამოცემის თანახმად, ახალი კონტრაქტით არგენტინელი სპეციალისტი „ატლეტიკოსთან“ 2024 წლის 30 ივნისამდე იქნება დაკავშირებული. მხარეებმა ყველა დეტალზე მოილაპარაკეს, მხოლოდ მცირე ფორმალობებია დარჩენილი.

მოქმედი კონტრაქტი სიმეონეს „ატლეტიკოსთან“ 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

სიმეონე „როხიბლანკოს“ სათავეში 2011 წლიდან უდგას. ადრე, ის „რასინგში“, „ესტუდიანტესში“, „რივერ პლეიტში“, „სან-ლორენსოში“ და იტალიურ „კატანიაში“ მუშაობდა.

2020/21-სეზონის შედეგად, მადრიდული კლუბი ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, რაც სიმეონესთვის მეორე, გუნდის ისტორიაში კი მე-11 შემთხვევაა.