ავტორიზაცია

ლაუტარო მარტინესი შესაძლოა ლა ლიგაში ვიხილოთ - ინტერმა ფასი დაასახელა

ლაუტარო მარტინესი შესაძლოა ლა ლიგაში ვიხილოთ - ინტერმა ფასი დაასახელა
თარიღი 06 ივნ 2021, 15:48

არგნეტინელმა ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა „ინტერი“ დატოვოს.

AS-ის ინფორმაციით, საკუთარ გუნდში მისი ხილვა „ატლეტიკო მადრიდის“ მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს სურს.

მწვრთნელის თხოვნით, „ატლეტიკო“ ლაუტაროს შეძენას ამ ზაფხულსვე შეეცდება, მაგრამ ეს კორონაკრიზისის პირობებში საკმაოდ რთულად შესასრულებელი მისია იქნება.

როგორც ზემოთხსენებული წყარო უსვამს ხაზს, „ინტერი“ მზადაა თავისი 2 მთავარი ფორვარდიდან ერთ-ერთი 70 მილიონ ევროდ გაყიდოს.

„ატლეტიკომდე“, ლაუტაროს შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა „ბარსელონაც“, თუმცა გასულ ზაფხულს „ინტერს“ მისი გაყიდვა არ სურდა და მის გამოსასყიდ თანხაზე მიუთითებდა, რომელიც 110 მილიონ ევროს შეადგენდა.

გამოცემა Transfermarkt არგენტინელ სტრაიკერს 80 მილიონ ევროდ აფასებს, სერია ა-ს გასულ სეზონში მან 38 მატჩში 17 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.