ავტორიზაცია

ვეინალდუმი ცალი ფეხით პარიზელია - ტრანსფერის საინტერესო დეტალები

ვეინალდუმი ცალი ფეხით პარიზელია - ტრანსფერის საინტერესო დეტალები
თარიღი 06 ივნ 2021, 16:26

ცნობილი გახდა ჯორჯინიო ვეინალდუმის „პსჟ-ში“ მოახლოვებული ტრანსფერის დეტალები.

პარიზელებმა 30 წლის ფეხბურთელს იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი შესთავაზეს, ვიდრე „ბარსელონა“ სთავაზობდა, რასაც ვეინალდუმი გუშინ ღამით დათანხმდა.

„პსჟ-ს“ მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ბოლო 56 საათის მანძილზე ვეინალდუმს რამდენჯერმე დაურეკა, რათა ის პარიზში გადასვლაზე დაეყოლიებინა.

ამჟამად, პარიზული კლუბი ტრანსფერის შემდეგ ნაბიჯებზე მუშაობს, კერძოდ, სამედიცინო შემოწმებაზე, რომელიც ფეხბურთელმა ნაკრების განკარგულებაშივე უნდა გაიაროს.

„პსჟ-ს“ სურს, რომ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება რაც შეიძლება მალე გაიაროს, რათა კიდევ ერთი გადატრიალება არ მოხდეს, ან ფეხბურთელმა კვლავ არ გადაიფიქროს.

შეგახსენებთ, რომ ვეინალდუმს „ლივერპულთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მას გუნდი უკვე ოფიციალურად გამოემშვიდობა - ახალ გუნდში ჰოლანდიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადადის.