ავტორიზაცია

რაბიო: "რონალდუმ მითხრა - ძლიერი გუნდი ხართ, მაგრამ პორტუგალიის გეშინოდეთო"

რაბიო: "რონალდუმ მითხრა - ძლიერი გუნდი ხართ, მაგრამ პორტუგალიის გეშინოდეთო"
თარიღი 06 Jun 2021, 16:29

„იუვენტუსის“ და პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსთან საუბარი გაიხსენა.

„კრიშტიანუს ცოტა ადრე ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. „იუვენტუსში“ ბოლო პერიოდში საფრანგეთის ნაკრებს ხშირად განვიხილავდით.

თუმცა, მან ჩვენი სიძლიერის აღნიშვნის შემდეგ, დაამატა: „პორტუგალიის გეშინოდეთ.“ - აღნიშნა რაბიომ.

ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ, რონალდუმ მატჩის სტარტზევე ტრავმა მიიღო, თუმცა პორტუგალიამ გამარჯვება მის გარეშეც მოიპოვა.

ერთადერთი გოლი ედერმა, ექსტრა-ტაიმში გაიტანა და ფავორიტი და მასპინძელი საფრანგეთი ევროპის ჩემპიონობის გარეშე დატოვა.

საფრანგეთი და პორტუგალია ერთმანეთს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზეც დაუპირისპირდებიან - შეხვედრა ბოლო ტურში, 23 ივნისს შედგება.