ავტორიზაცია

ლიდს იუნაიტედი შვიდ ფეხბურთელს ემშვიდობება

ლიდს იუნაიტედი შვიდ ფეხბურთელს ემშვიდობება
თარიღი 06 ივნ 2021, 16:34

„ლიდს იუნაიტედი“ ზაფხულში ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობება.

The SUN-ის ინფორმაციით, ინგლისური გუნდიდან შვიდი ფეხბურთელი წავა: ჰაეტანო ბერარდი, ბარი დუგლასი, უასიმ ბოუი, იუნან კეინი, ნიკლას ჰაუგლანდი, კოულ გიბონი და მეტიუ ტერნერი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის დასრულებულ სეზონში მარსელო ბიელსას შეგირდებმა 59 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე გავიდნენ.

ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ გახდა, მეორე ადგილზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდა, მესამეზე „ლივერპული“ და მეოთხეზე - „ჩელსი“.