ავტორიზაცია

საშინელება ჰოლანდიისთვის - ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა დე ლიგტმა მიიღო

საშინელება ჰოლანდიისთვის - ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა დე ლიგტმა მიიღო
თარიღი 06 Jun 2021, 16:37

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფრანკ დე ბურმა, აღნიშნა, რომ გუნდის მცველმა, მატეის დე ლიგტმა, ტრავმა მიიღო.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დაზიანება გუნდის ვარჯიშზე მიიღო და მისი დასრულება ნაადრევად მოუწია.

„მას საზარდულის არეში აქვს ტკივილები, ამიტომ გარისკვა არ სურდა. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება. სხვა ფეხბურთელები სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავრისკავთ.“ - ციტირებს დე ბურის სიტყვებს Nos.nl.

ევროპის ჩემპიონატი სტარტს ოფიციალურად 11 ივნისს იღებს და 11 ივლისამდე გაგრძელდება. ჰოლანდიის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე ავსტრიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და უკრაინას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატს ტრავმის გამო ვირჯილ ვან დეიკი ტოვებს.