ავტორიზაცია

ინტერის პრეზიდენტმა ანტონიო კონტეს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

ინტერის პრეზიდენტმა ანტონიო კონტეს წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 06 ივნ 2021, 17:06

„ინტერის“ პრეზიდენტმა, სტივენ ჩჟანმა, ანტონიო კონტესთან განშორების მიზეზებზე ისაუბრა.

„პანდემიის გამო დაგვეწყო ფინანსური სირთულეები და 2019-2019 წლებში, ევროპული კლუბების წაგებამ, მათ შორის, ბუნებრივია, „ინტერისაც“ - 2 მილიარდი შეადგინა.

ამ ფაქტორებმა გეგმები შეგვიცვალა და მოგვიწია, რესურსები სხვაგან მოგვეძებნა. ჩვენ ყველა ვარიანტი შევაფასეთ და ავირჩიეთ ის, რომელიც კლუბის ფინანსურ სტრატეგიას ყველაზე კარგად უხდება როგორც საშუალო, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში.

კლუბის შეძენის შემოთავაზება არ მიგვიღია, რაღაც სხვას ვეძებდით. ჩვენი ამოცანა - ხარჯების შემცირებით კლუბის ფინანსური სტაბილურობის აღდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ ინვესტორებს ვერასდროს მოვიძიებთ.

რაც შეეხება კონტეს, ამ საკითხში განსხვავებული მოსაზრებები გაგვაჩნდა, რამაც განშორება გამოიწვია. ის, რაც მისთვის არ ყოფილა პრინციპული, იყო ასეთი კლუბისთვის და პირიქით. კონტე - საუცხოო მწვრთნელია, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა, კლუბის მდგრადობაზე უნდა ვიფიქრო.“ - აღნიშნა ჩინელმა La Gazzetta dello Sport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კონტემ „ინტერი" 26 მაისს ოფიციალურად დატოვა, სერია ა-ს მოგებიდან რამდენიმე დღეში.