ავტორიზაცია

რობერტო მარტინესი: "ლუკაკუ ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორიც სამი წლის წინ იყო"

რობერტო მარტინესი: "ლუკაკუ ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორიც სამი წლის წინ იყო"
თარიღი 06 ივნ 2021, 19:49

ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა ეროვნული გუნდისა და "ინტერის" თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუზე ისაუბრა.

"რომელუ ისეთი ფეხბურთელი აღარ არის, როგორიც სამი წლის წინ იყო. მის წინააღმდეგ თამაში რთული გახდა", - აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

"ახლა თანაგუნდელებს უფრო მეტ სივრცეს უთავისუფლებს, რაც ნაკრებშიც უნდა გამოვიყენოთ", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Football Italia.

მოგეხსენებათ, ლუკაკუ "ინტერში" 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადაბარგდა.

2020/21 წლების სეზონში 28 წლის ბელგიელმა "ნერაძურის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.

ლუკაკუ: "საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე"