ავტორიზაცია

ბარსელონა დანებდა და ხელი საბოლოოდ ჩაიქნია — ვეინალდუმი სხვა კლუბში გადადის

ბარსელონა დანებდა და ხელი საბოლოოდ ჩაიქნია — ვეინალდუმი სხვა კლუბში გადადის
თარიღი 06 ივნ 2021, 20:35

"ლივერპულის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო ვეინალდუმი, დიდი ალბათობით, კარიერას "პსჟ"-ში გააგრძელებს.

როგორც ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, "ბარსელონამ" 30 წლის ჰოლანდიელის დამატების იდეაზე უარი თქვა. კატალონიელები ფიქრობენ, რომ ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელის პარიზულ კლუბში ტრანსფერი გარდაუვალია.

"ბლაუგრანას" ხელმძღვანელობა ცდილობდა ვეინალდუმი საკუთარი სპორტული პროექტით დაერწმუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა.

აქამდე გავრცელებული ცნობით, ვეინალდუმი "პსჟ"-სთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და პარიზში 2024 წლამდე დარჩება. ფრანგებმა მას ხელფასის სახით იმაზე ორჯერ მეტი შესთავაზეს, ვიდრე "ბარსამ".

ვეინალდუმი "ლივერპულს" ივნისის თვის ბოლოს უფასოდ დატოვებს, თანამშრომლობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ვეინალდუმი ცალი ფეხით პარიზელია - ტრანსფერის საინტერესო დეტალები