ავტორიზაცია

დე ბრუინი - პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთელების ვერსიით

დე ბრუინი - პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთელების ვერსიით
თარიღი 07 ივნ 2021, 10:45

"მანჩესტერ სიტის" კაპიტანი, კევინ დე ბრუინი გახდა პრემიერ ლიგის განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთელების ვერსიით.

ბელგიელმა შემტევმა ნახევარმცველმა გამოკითხვაში გაასწრო ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ჰარი კეინი, ბრუნო ფერნანდეში, ილქაი გუნდოგანი და რუბენ დიაში.

რაც შეეხება სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშეს - კვლავ "ქალაქელების" შემადგენლობა და ამჯერად უკვე ფილ ფოდენი.

შეგახსენებთ, ეპლ-ის განვლილ სეზონში ჩემპიონობა იზეიმეს სწორედ "ლურჯებმა", რომლებმაც თავიანთ ისტორიაში თასი მეშვიდედ აღმართეს.

აქვე დავამატებთ, დე ბრუინმა "ეტიჰადზე" "ვოლფსბურგიდან" გადმოსვლის შემდეგ, 262 შეხვედრაში 67 გოლი გაიტანა. 

"გაუმართლა, რომ მხოლოდ ყვითელი უჩვენეს", - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა ივარაუდა, რომ რუდიგერმა დე ბრუინი შეგნებულად დაამტვრია

ინგლისის პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდად სიტის ნახევარმცველი დასახელდა