ავტორიზაცია

მოურინიოს რომაში ლორისის ხილვა სურს

მოურინიოს რომაში ლორისის ხილვა სურს
თარიღი 07 ივნ 2021, 11:47

"რომას" ხელმძღვანელობა მზად არის ახალ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს შეხვდეს, რომელსაც "ტოტენჰემის" 34 წლის მეკარის, უგო ლორისის შეძენა უნდა, წერს Calciomercato.

პორტუგალიელს კვლავ სურს საფრანგეთის ნაკრების მეკარესთან მუშაობა, ამ უკანასკნელს "დეზებთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

ლორისის სატრანსფერო ფასი, რომელიც ივნისში ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, Transfermarkt-ის ვერსიით 9 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში გოლკიპერმა პრემიერ ლიგაში 38 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაუშვა. საკუთარი კარი მშრალად ლორისმა 12 შეხვედრაში შეინახა.