ავტორიზაცია

ბარსელონა ვალენსიას მარცხენა მცველს უმიზნებს

ბარსელონა ვალენსიას მარცხენა მცველს უმიზნებს
თარიღი 07 ივნ 2021, 11:50

"ვალენსიას" მცველმა, ხოსე გაიამ ამ ზაფხულს შესაძლოა კლუბი დატოვოს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, 26 წლის ესპანელი "ბარსელონასთვის" პრიორიტეტული ვარიანტია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაიამ "ღამურებთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა. აგრეთვე, კლუბში რთული ეკონომიკური სიტუაციაა, რამაც ფეხბურთელის გაყიდვას შეიძლება ხელი შეუწყოს.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ესპანელ მცველს 2023 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 35 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში გაიამ ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.