ავტორიზაცია

სარი ლაციოში ინსინიეს იწვევს

სარი ლაციოში ინსინიეს იწვევს
თარიღი 07 ივნ 2021, 11:53

"ნაპოლის" თავდამსხმელმა, ლორენცო ინსინიემ კარიერა შეიძლება "ლაციოში" გააგრძელოს.

LaLaziosiamonoi-ს ინფორმაციით, რომაელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარის 30 წლის იტალიელის თავისი გუნდის რიგებში ხილვა სურს.

აქამდე, სარი ინსინიესთან ერთად "ნაპოლიში" მუშაობდა, რომელსაც 2015 წლიდან 2018 წლამდე ედგა სათავეში.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წელს ეწურება. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 48 მილიონ ევროს შეადგენს.

2020/21 წლების სეზონში ინსინიემ ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი პასი გააკეთა.