ბარსელონა მზად არის ტოდიბო გაყიდოს
"ბარსელონას" სურს, რომ "ნიცამ" მცველ ჟან-კლერ ტოდიბოს კონტრაქტი შეისყიდოს, წერს Esports RAC1.
ფრანგული კლუბი ფეხბურთელში 8,5 მილიონ ევროს გადაიხდის. აგრეთვე, კატალონიელებმა დაახლოებით 7 მილიონი შეიძლება ბონუსების სახით მიიღონ.
ტოდიბო "ნიცაში" 2021 წლის ზამთარში იჯარით გადავიდა. 21 წლის ფრანგმა "არწივების" მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა უკანახაზელის სატრანსფერო ფასი 12 მილიონს შეადგენს.