ავტორიზაცია

ზიეჩს სერია ა-დან ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

ზიეჩს სერია ა-დან ორი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 07 ივნ 2021, 11:59

"ჩელსის" შემტევმა ნახევარმცველმა, ჰაკიმ ზიეჩმა შესაძლოა კლუბი დატოვოს, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან 28 წლის მაროკოელს შეელიონ.

როგორც აღინიშნება, ფეხბურთელისთვის "მილანი" და "ნაპოლი" იბრძვიან.

ზიეჩი "ჩელსიში" 2020 წლის ივლისიდან ირიცხება. გასულ სეზონში მან 39 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "არისტოკრატთა" ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონ ევროს შეადგენს.