ავტორიზაცია

კონტეს უარის შემდეგ, ტოტენჰემი სხვა სპეციალისტზე გადაერთო

კონტეს უარის შემდეგ, ტოტენჰემი სხვა სპეციალისტზე გადაერთო
თარიღი 07 ივნ 2021, 12:01

"ტოტენჰემი" შესაძლოა პაულო ფონსეკამ ჩაიბაროს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისურ კლუბს 48 წლის პორტუგალიელი სპეციალისტის კანდიდატურა შესთავაზეს.

ფონსეკა 2019 წლიდან 2021 წლამდე "რომას" ედგა სათავეში. 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მან რომაული კლუბი დატოვა.

აქამდე დაიწერა, რომ "ტოტენჰემის" გაწვრთნაზე უარი განაცხადა "ინტერის" ექს-თავკაცმა, ანტონიო კონტემ.