ავტორიზაცია

ანჩელოტის რეალში წასვლამ ევერტონის ფეხბურთელები შოკში ჩააგდო

ანჩელოტის რეალში წასვლამ ევერტონის ფეხბურთელები შოკში ჩააგდო
თარიღი 07 ივნ 2021, 12:05

"ევერტონის" ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის "რეალში" წასვლით იმედგაცრუებულები დარჩნენ, წერს The Athletic.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელები იტალიელი სპეციალისტის წასვლის შემდეგ შოკში ჩავარდნენ. ანჩელოტის "რეალში" დაბრუნების გამო, "კანფეტების" რიგები შეიძლება რიშარლისონმა და ხამეს როდრიგესმა დატოვონ.

მოგეხსენებათ, ანჩელოტი "სამეფო კლუბს" 2013 წლიდან 2015 წლამდეც ედგა სათავეში. მადრიდელებმა მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, აგრეთვე ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგეს.

ანჩელოტის თავკაცობით "ევერტონმა" 2020/21 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროთასებს მიღმა დარჩა.