ავტორიზაცია

ლენგლე: "ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ, ვრჩები"

ლენგლე: "ბარსელონადან წასვლას არ ვაპირებ, ვრჩები"
თარიღი 07 ივნ 2021, 12:08

"ბარსელონას" მცველმა, კლემან ლენგლემ განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

"ბარსელონადან" წასვლას არ ვაპირებ. გასულ სეზონში ახალი კონტრაქტი გავაფორმე, ვრჩები", - ციტირებს ფრანგი მცველის სიტყვებს Mundo Deportivo.

2020/21 წლების სეზონში ლენგლემ "ბარსას" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

3 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მზად არიან 25 წლის უკანახაზელის ტრანსფერზე სხვა კლუბების წინადადებები განიხილონ.