ავტორიზაცია

ვულვერჰემპტონი სპორტინგის ნახევარმცველს უმიზნებს

ვულვერჰემპტონი სპორტინგის ნახევარმცველს უმიზნებს
თარიღი 07 ივნ 2021, 12:11

"ვულვერჰემპტონი" ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველ ჟოაო პალინიათი ინტერესდება, წერს A Bola.

გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კლუბი 25 წლის პორტუგალიელის ხელში ჩაგდებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

ახლა კი, როგორც აღინიშნება, "მგლები" კვლავ განიხილავენ "სპორტინგის" ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობას.

2020/21 წლების სეზონში პალინიამ "სპორტინგის" რიგებში 38 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.