ავტორიზაცია

ჟარდიმს ალ ჰილალში ლუკას მოურას გადაბირება უნდა

ჟარდიმს ალ ჰილალში ლუკას მოურას გადაბირება უნდა
თარიღი 07 ივნ 2021, 12:21

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ლუკას მოურამ კარიერა შეიძლება საუდის არაბეთში გააგრძელოს, წერს ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელის თავისი გუნდის რიგებში ხილვა "ალ ჰილალის" ახალ მთავარ მწვრთნელს ლეონარდო ჟარდიმს სურს.

მოურა სებასტიან ჯოვინკოს შემცვლელად განიხილება, რომელიც კლუბიდან წასვლასთან ახლოსაა. როგორც აღინიშნება, ბრაზილიელს "ტოტენჰემში" საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

2020/21 წლების სეზონში მოურამ 50 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.