ავტორიზაცია

ატალანტა ჩელსის მცველით დაინტერესდა

ატალანტა ჩელსის მცველით დაინტერესდა
თარიღი 07 ივნ 2021, 12:26

"ჩელსის" მცველი, დავიდე ძაპაკოსტა, რომელმაც გასული სეზონი იჯარით "ჯენოაში" გაატარა, ლონდონურ კლუბს დატოვებს.

როგორც ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა იტყობინება, 28 წლის იტალიელით "ატალანტა" ინტერესდება.

2020/21 წლების სეზონში ძაპაკოსტამ სერია ა-ში 25 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.

"არისტოკრატებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა უკანახაზელს 2022 წლის ზაფხულში ეწურება, მისი სატრანსფერო ფასი Transfermarkt-ის ვერსიით 8 მილიონი ევროა.