ავტორიზაცია

ტოტენჰემს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტენ ჰაგის მიწვევა სურს

ტოტენჰემს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტენ ჰაგის მიწვევა სურს
თარიღი 07 ივნ 2021, 12:38

"აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი "ტოტენჰემის" ინტერესთა სფეროში მოექცა.

ლონდონურ კლუბს 51 წლის სპეციალისტის მიწვევა სურს, წერს Mirror.

მოგეხსენებათ, ამსტერდამელებმა 30 აპრილს ტენ ჰაგთან კონტრაქტის გახანგრძლივება დაადასტურეს, რომელიც 2023 წლის ივნისამდეა გათვლილი.

სპეციალისტი "აიაქსში" 2017 წლის დეკემბრიდან მუშაობს. მისი ხელძღვანელობით გუნდმა ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი 2-2-ჯერ მოიგო.