ავტორიზაცია

ანჩელოტის რეალში სევილიას მცველის ხილვა სურს

ანჩელოტის რეალში სევილიას მცველის ხილვა სურს
თარიღი 07 ივნ 2021, 12:43

"რეალი" "სევილიას" მცველ ჟიულ კუნდეთი ინტერესდება, წერს Le10Sport.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა ახალი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ კუნდეს ტრანსფერი პირველია, რომელიც ამ ზაფხულს "ბლანკოსმა" უნდა განახორციელოს.

როგორც აღინიშნება, 22 წლის ფრანგის შეძენა "სამეფო კლუბს" 80 მილიონი ევრო დაუჯდება. სათადარიგო ვარიანტად "რეალი" "ვილიარეალის" უკანახაზელს, პაუ ტორესს განიხილავს.

2020/21 წლების სეზონში კუნდემ "სევილიას" მაისურით 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.