ავტორიზაცია

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი ნაკრებიდან მოკვეთეს

ლონდონის არსენალის ნახევარმცველი ნაკრებიდან მოკვეთეს
თარიღი 07 ივნ 2021, 15:01

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, თომას პარტეი, განის ნაკრებიდან მოკვეთეს.

როგორც GhanaSoccernet იტყობინება, ამის მიზეზი ნაკრების ვარჯიშზე დაგვიანება გახდა. მთავარმა მწვრთნელმა ჩარლზ აკონორმა გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ამგვარი საქციელი არ აპატია.

ამჟამად, განის ნაკრები მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, რომელიც ხვალ, 8 ივნისს შედგება.

შეგახსენეთ, რომ პარტეი „არსენალში“ 2020 წელს გადავიდა, იქამდე კი მადრიდის „ატლეტიკოში“ ასპარეზობდა. ინგლისურმა გუნდმა მისი გამოსასყიდი თანხა გადაიხადა - 50 მილიონი ევრო.

თავის პირველ ინგლისურ სეზონში განელმა პრემიერ ლიგის 24 მატჩში 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.