ავტორიზაცია

"ახალი მანუელ ნოიერი" ბაიერნის დატოვებასთან ახლოსაა

"ახალი მანუელ ნოიერი" ბაიერნის დატოვებასთან ახლოსაა
თარიღი 07 ივნ 2021, 15:05

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე, ალექსანდრ ნიუბელი, დიდი ალბათობით შემდეგ სეზონს იჯარით გაატარებს.

Kicker-ის ინფორმაციით, ნიუბელის „ბაიერნიდან“ წასვლა დღითიდღე უფრო რეალური ხდება. ყველაზე რეალურ ვარიანტად ამ ეტაპზე „მონაკო“ მოსჩანს, რომელიც მზადაა 24 წლის გერმანელი ინათხოვროს. ცნობისთვის, მონეგასკების სათავეში ამჟამად „ბაიერნის“ ყოფილი თავკაცი, ნიკო კოვაჩი დგას.

ასევე, ნიუბელზე პრეტენზიას „ლილიც“ აცხადებს, რომელმაც ახლახანს მაიკ მაინანი „მილანში“ გაუშვა. 

ნიუბელის შემცვლელად „ბაიერნი“ თავისივე ყოფილ მეკარეს, სვენ ულრაიხს განიხილავს, რომელმაც „ჰამბურგი“ ახლახანს დატოვა. ასევე, განიხილება „არმინიას“ კარის დარაჯის, სტეფან ორტეგას ვარიანტიც.

ულრაიხი „ბაიერნში“ 2015-2020 წლებშ თამაშობდა, საიდანაც „შტუტგარტში“ 3.5 მილიონ ევროდ გადავიდა.

ნიუბელი „ბაიერნში“ 2020 წლის ზაფხულში, უფასოდ გადაბარგდა, მას შემდეგ რაც „შალკესთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

ცნობისთვის, 2011 წელს, „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერიც „შალკედან“ დაიმატა. ამის გამო, ნიუბელს „ახალ ნოიერს“ ეძახიან.