ავტორიზაცია

ოფიციალურად: არსენალის მთავარი სამიზნე პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: არსენალის მთავარი სამიზნე პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდა
თარიღი 07 ივნ 2021, 15:13

„ასტონ ვილამ“ თავის საიტზე „ნორვიჩ სიტის“ შემტევის, ემილიანო ბუენდიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ამჟამად, 24 წლის ფლანგის შემტევი არგენტინის ნაკრების განკარგულებაში იმყოფება, რომელთან ერთადაც ხვალ, 8 ივნისს, კოლუმბიასთან მატჩს გამართავს.

ამ შეხვედრის შემდეგ, ემილიანო სამედიცინო შემოწმებას გაივლის და „ასტონ ვილას“ სრულფასოვანი წევრიც გახდება.

ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბირმინგემული კლუბი ბუენდიას სანაცვლოდ 34 მილიონ ევროს გადაიხდის და ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

ცნობისთბის, ბუენდიას შეძენით აქტიურად ინტერესდებოდა ლონდონის „არსენალი“, რომელიც „ნორვიჩს“ დაახლოებით ხუთი მილიონით იმაზე ნაკლებს სთავაზობდა, ვიდრე ფეხბურთელში საბოლოოდ „ასტონ ვილამ“ გადაიხადა.

გაეცანით ბუენდიას შესაძლებლობებს ამ ვიდეოში: