ავტორიზაცია

პირველი მცდელობა წარუმატებელია - არსენალი და რომა ჯაკაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ

პირველი მცდელობა წარუმატებელია - არსენალი და რომა ჯაკაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ
თარიღი 07 ივნ 2021, 15:51

„რომა“ „არსენალთან“ ნახევარმცველის, გრანიტ ჯაკას თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, რომაელებმა 28 წლის შვეიცარიელში „არსენალს“ 14+3 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

როგორც ირკვევა, „მეთოფეებს“ ჯაკას გაყიდვით 23-25 მილიონი ევროს გამომუშავება სურთ, რომლის გადახდისთვისაც ჯერ „რომა“ მზად არ არის.

ცნობილია, რომ ჯაკამ „რომასთან“ 4-წლიანი პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა და კლუბების შეთანხმების მოლოდინში იმყოფება.

დასრულებულ პრემიერ ლიგაში შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელმა 31 მატჩში ითამაშა და 1 გოლსა და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.
 

ოფიციალურად: არსენალის მთავარი სამიზნე პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადავიდა