ავტორიზაცია

ვეინალდუმის გადაწყვეტილებამ ბარსა შეაშინა - კატალონიელებმა დეპაის ახალი წინადადებით მიმართეს

ვეინალდუმის გადაწყვეტილებამ ბარსა შეაშინა - კატალონიელებმა დეპაის ახალი წინადადებით მიმართეს
თარიღი 07 ივნ 2021, 22:20

"ბარსელონამ" "ლიონის" თავდამსხმელს, მემფის დეპაის ახალი შეთავაზებით მიმართა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, ჰოლანდიელს "ლურჯ-ბროწეულისფრები" 2024 წლამდე გათვლილ კონტრაქტს სთავაზობენ.

როგორც აღინიშნება, "ბარსამ" პირობები გააუმჯობესა, რათა ჟორჟინიო ვეინალდუმთან დაკავშირებული სიტუაციის გამეორება თავიდან აიცილოს, რომელიც კლუბში გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა, საბოლოო ჯამში, არჩევანი "პსჟ"-ს სასარგებლოდ გააკეთა.

27 წლის ჰოლანდიელმა გასულ სეზონში "ლიონის" მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბარსელონადან შორს - როგორი იქნება ვეინალდუმის ხელფასი პსჟ-ში?