ავტორიზაცია

ფავორიტი პარი სენ ჟერმენია - პარიზელები დონარუმას ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ

ფავორიტი პარი სენ ჟერმენია - პარიზელები დონარუმას ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ
თარიღი 07 ივნ 2021, 22:29

"პსჟ" "მილანის" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერენ იტალიური გამოცემები.

22 წლის მეკარეს "როსონერისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება. კლუბში უკვე დაადასტურეს, რომ მხარეები ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებენ და კიპერი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

როგორც აღინიშნება, ფრანგული კლუბი დონარუმას წლიურად 10 მილიონ ევროიან ხელფასს სთავაზობს. მისი ხელში ჩაგდება "იუვენტუსსაც" უნდოდა, მაგრამ ტურინელები ვოიცეხ შესნის ვერ ყიდიან, რათა ჯანლუიჯის ადგილი გაუთავისუფლონ.

დონარუმამ გასულ სეზონში "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა