ავტორიზაცია

როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერი?

როდის გაოფიციალურდება დონარუმას ტრანსფერი?
თარიღი 08 ივნ 2021, 10:09

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "მილანის" მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი გარდაუვალია.

იტალიელი გოლკიპერი "პსჟ"-სთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის "სკუადრა აძურას" განკარგულებაში, რის შემდეგაც კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ცნობილი ხდება, ჯიჯის ყოველწლიური ანაზღაურება პარიზულ კლუბში დაახლოებით 12 მილიონი ევრო იქნება.

არაა გამორიცხული, რომ "როსონერის" აღზრდილის "ლურჯ-წითლებში" ტრანსფერი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გაოფიციალურდეს.

22-წლის კარის დარაჯის სახელს აგრეთვე უკავშირებდნენ "ბარსელონას" და ტურინის "იუვენტუსს", თუმცა ყველას "პარკ დე პრენსის" მკვიდრებმა აჯობეს.

ფავორიტი პარი სენ ჟერმენია - პარიზელები დონარუმას ზღაპრულ ხელფასს სთავაზობენ

"ყველა დეტალის გამხელა არ მსურს", - მილანის დირექტორმა დონარუმას გადაწყვეტილება შეაფასა