ავტორიზაცია

ჩელსის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ჰოლანდის ტრანსფერს შეეწიროს

ჩელსის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ჰოლანდის ტრანსფერს შეეწიროს
თარიღი 08 ივნ 2021, 10:36

ახალი ამბავი არ არის, რომ ლონდონის "ჩელსი" საკმაოდ აქტიურად ინტერესდება დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელით, ერლინგ ჰოლანდით.

The Telegraph-ის ცნობით, "არისტოკრატები" "შავ-ყვითლებს" სთავაზობენ ერთგვარ ბარტერს - ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ ფული და ტამი აბრაჰამი.

შეგახსენებთ, რომ "ლურჯებიდან" წასვლა სურს თავად ინგლისელ შემტევსაც, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

რაც შეეხება თანხას, "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრები ვესტფალიელებს დამატებით 40 მილიონ ფუნტ სტერლინგსაც სთავაზობენ.

პრობლემას წარმოადგენს თავად "სიგნალ იდუნა პარკის" მკვიდრების ბომბარდირის პოზიცია, რომელსაც პრემიერ ლიგაში გადასვლის იდეა ხიბლავს.

ოფიციალურად: ვილი კაბალიერო ჩელსის ტოვებს

ედეგორი: "რა თქმა უნდა, რეალში ჰოლანდთან ერთად თამაშს ვისურვებდი"