ავტორიზაცია

კაშია, პოგბა და მარსიალი ერთ გუნდში?

კაშია, პოგბა და მარსიალი ერთ გუნდში?
თარიღი 08 ივნ 2021, 11:07

თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალურ მცველს, გურამ კაშიას საფრანგეთში საკმაოდ საინტერესო მსურველი გამოუჩნდა.

Francebleu.fr-ის ინფორმაციით, ქართველი უკანახაზელით დაინტერესებულია ლიგა 2-ის ბინადარი, ბევრისთვის კარგად ნაცნობი "სოშო".

აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს თავად მონბელიარელებმაც, თუმცა ცხადია, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.

"ლომები" წლების განმავლობაში გამოდიოდნენ ლიგა 1-ში, თუმცა 2013-2014 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

საინტერესო ფაქტი - "ლურჯ-ყვითლებში" ირიცხებიან "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავების, პოლ პოგბასა და ანტონი მარსიალის ძმები, ფლორენტინი და იოანი.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრბექს, "რკინიგზელებში" გადასვლის შემდეგ, 12 შეხვედრაში მან სამი გოლი გაიტანა.

ალბათ, ამდენი გოლიც ამიტომ გამაქვს - კაშიამ ელიგაში მისი შედეგიანობის მიზეზი ახსნა

სატრანსფერო ბაზარზე მანჩესტერული დერბი იწყება