ავტორიზაცია

სიტისა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა მწიფდება

სიტისა და ატლეტიკოს შორის ხმაურიანი გაცვლა მწიფდება
თარიღი 08 ივნ 2021, 12:03

"მანჩესტერ სიტიმ" და მადრიდის "ატლეტიკომ" ერთმანეთში შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ, იუწყება ინგლისური The Times-ი.

"ქალაქელებში" "ინდიელებიდან" შესაძლოა გადმოვიდეს საულ ნიგესი, საპირისპირო მიმართულებით კი ბერნარდო სილვა.

აღსანიშნავია, რომ როგორც პორტუგალიელი, ისე ესპანელი შემტევი ნახევარმცველიც დაახლოებით 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

აქვე დავამატებთ, "ლურჯების" გარდა, "როხიბლანკოს" აღზრდილის სახელს მიუნხენის "ბაიერნსაც" აქტიურად უკავშირებენ.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდის ფლეიმეიქერის სახელს კი ევროპული პრესა ბოლო დროს ტურინის "იუვენტუსსაც" უკავშირებს.

ESPN-ი ასახელებს ფეხბურთელს, რომელიც გვარდიოლას სიტიში ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის სჭირდება

მანჩესტერ სიტიმ შესაძლოა ბერნარდო სილვა გაყიდოს