რა საერთო აქვთ სანიოლსა და სლუცკის? კვარაცხელიამ თავის ორ მწვრთნელზე ისაუბრა
„რუბინის“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ვილი სანიოლი და ყაზანური გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი შეადარა ერთმანეთს.
„ნაკრებზე რომ ვისაუბრო, ვილი სანიოლი, ისევე, როგორც ლეონუდ სლუცკი, ფეხბურთელებთან კარგ ურთიერთობას აყალიბებს, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.
მჯერა, რომ სანიოლთან ერთად, დიდ წარმატებებს მივაღწევთ.“ - აღნიშნა კვარაცხელიამ.
სანიოლმა საქართველოს ნაკრები ოფიციალურად თებერვალში ჩაიბარა. საფეხბურთო კარიერის მანძილზე ის „სენტ-ეტიენში“, „მონაკოში“ და „ბაიერნში“ ასპარეზობდა, ნაკრებში კი 2000-2008 წლებში იძახებდნენ.
ეროვნულ გუდთან ერთად სანიოლი კონფედერაციათა თასის გამარჯვებული გახდა (2001, 2003) და 2006 წლის მუნდიალზე ვერცხლის მედლებსაც დაეუფლა.