ავტორიზაცია

ჟოზეს რევოლუცია? ზაფხულში, რომადან შესაძლოა 15 (!) ფეხბურთელი წავიდეს

ჟოზეს რევოლუცია? ზაფხულში, რომადან შესაძლოა 15 (!) ფეხბურთელი წავიდეს
თარიღი 08 ივნ 2021, 20:18

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიური „რომას“ შემადგენლობა შესაძლოა საგრძნობლად შეიცვალოს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კლუბი შესაძლოა 15-მდე ფეხბურთელმა დატოვოს. ამის დახმარებით, „რომა“ ხელფასებზე დაახლოებით 70 მილიონ ევროს დაზოგავს.

იმ ფეხბურთელებს შორის, ვინც შესაძლოა ამ ზაფხულს „რომადან“ წავიდნენ, არიან: ალესანდრო ფლორენცი, რობინ ოლსენი, სტივენ ნზონზი, ჯასტინ კლუივერტი და ჯენგიზ უნდერი. ყველა ამ ფეხბურთელმა გასული სეზონი იჯარით, სხვადასხვა კლუბში ჩაატარა.

„რომა“ იმედოვნებს, რომ ზოგი ამ ფეხბურთელის ფასი ევრო 2020-ს შემდეგ გაიზრდება, მაგრამ ამ ეტაპზე, არცერთი მათგანის თაობაზე კლუბი სერიოზულ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

გარდა ამისა, ზოგი ფეხბურთელი არ შედის გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს გეგმებში. მაგალითად, ხავიერ პასტორე, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა (4.5 მილიონი ევრო წელიწადში), დავიდე სანტონი, ფედერიკო ფასიო, პაუ ლოპესი, კარლეს პერესი და შესაძლოა, ამადუ დიავარაც.

დედაქალაქური კლუბი ყველა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელის გაყიდვას ისურვებდა, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი სხვა კლუბების მხრიდან ინტერესს არ იწვევენ.