ავტორიზაცია

ინტერმა კონტეს ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენა

ინტერმა კონტეს ერთ-ერთი საყვარელი ნახევარმცველი ტრანსფერზე დააყენა
თარიღი 08 ივნ 2021, 20:52

იტალიური პრესის ინფორმაციით, „ინტერმა“ ტრანსფერზე ნახევარმცველი სტეფანო სენსი ცააყენა.

როგორც ირკვევა, იტალიელი ფეხბურთლის გადაბირების სურვილი „ფიორენტინას“ აქვს, ტრანსფერი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ ფასდება და შესაძლებელია, ჯენარო გატუზომ თავის ახალ გუნდში მთავარ სამიზნედ სწორედ სენსი დაისახოს.

განვლილ სეზონში, სენსიმ „ინტერის“ მაისურით 18 არასრულ მატჩში თავი არცერთი საგოლე ქმედებით არ გამოუჩენია, მაგრამ გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონი გახდა.

25 წლის სტეფანო სენსი „ინტერში“ 2019 წელს, „სასუოლოდან“ იჯარით გადავიდა, თუმცა 2020-ში ანტონიო კონტეს მოთხოვნით გუნდმა ის სრულფასოვნად გამოისყიდა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, რამდენიმე დღეში, კონტემ „ინტერი" ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა.