ავტორიზაცია

ბაიერნი ჩელსის შემტევს ვერ ივიწყებს

ბაიერნი ჩელსის შემტევს ვერ ივიწყებს
თარიღი 08 ივნ 2021, 20:55

მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „ჩელსის“ ვინგერი, კალუმ ჰადსონ-ოდოი გაიხსენა.

გერმანული გრანდი ინგლისელი შემტევის შეძენას ჯერ კიდევ 2019 წელს ცდილობდა, მაგრამ მაშინ ლონდონურმა კლუბმა მის გაშვებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მალევე, ჰადსონ ოდოიმ „ჩელსისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და თითქოს, ტრანსფერზე საუბრები წარსულს ჩაბარდა.

წელს კი, როგორც ირკვევა, „ბაიერნმა“ ოდოი არ დაივიწყა და მისით შეტევის გაძლიერებაზე უარს ახლაც არ იტყოდა. 

დასრულებულ სეზონში ინგლისელმა შემტევმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.