ავტორიზაცია

იუვენტუსი ზაფხულის პირველი ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა

იუვენტუსი ზაფხულის პირველი ტრანსფერის შეთანხმებასთან ახლოსაა
თარიღი 08 ივნ 2021, 21:27

„სასუოლოს“ იტალიელი ნახევარმცველი, მანუელ ლოკატელი, „იუვენტუსში“ გადასვლასთან არის ახლოს.

ტრანსფერს იტალიელი ინსაიდერი, ნიკოლო სკირა აანონსებს.

მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებში იმყოფებიან. ფეხბურთელის აგენტმა თავადაც დაადასტურა, რომ მანუელს ტურინულ გუნდთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს. „სასუოლოს“ ლუკატელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, მაგრამ „იუვეს“ ხელმძღვანელობა ამ თანხის გადახდისთვის მზად არ არის, ამიტომ, მოლაპარაკებები გრძელდება.

„იუვენტუსში“ გადასვლის შემთხვევაში, ლოკატელის ხელფასი წლიურად 3 მილიონი ევრო იქნება. ის გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სერია ა-ს დასრულებულ სეზონში ლოკატელიმ 34 მატჩში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა, აგრეთვე 11 ყვითელი ბარათიც მიიღო.