ავტორიზაცია

იტალიური პრესა: უახლოეს პერიოდში, მაურიციო სარი ახალ გუნდში ოფიციალურად დაინიშნება

იტალიური პრესა: უახლოეს პერიოდში, მაურიციო სარი ახალ გუნდში ოფიციალურად დაინიშნება
თარიღი 08 ივნ 2021, 21:43

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მაურიციო სარიმ „ლაციოსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა.

გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია. სავარაუდოდ, სარის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

სარი რომაულ გუნდთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი წლიური ანაზღაურება კი 3 მილიონი ევრო იქნება.

დამატებით 500 ათას ევროს სარი იმ შემთხვევაში მიიღებს ბონუსად, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. ასევე, მის კონტრაქტში ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტიც იქნება ჩადებული.

62 წლის მაურიციო სარი გასული წლის ზაფხულში „იუვენტუსიდან“ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის უმუშევარია. მისი ხელმძღვანელობით, ტურინულმა გრანდმა 2019/20-სეზონში სერია ა მოიგო.

იქამდე, 2019/20-სეზონში, სარი „ჩელსის“ ედგა სათავეში, რომელსაც ევროპა ლიგა მოაგებინა.

რაც შეეხება „ლაციოს", გუნდის აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, კონტეს წასვლის შემდეგ „ინტერი" ჩაიბარა.