ავტორიზაცია

ნიკა ნოზაძის გერმანული გამოწვევა - 10 ლეგიონერი, რომელიც ბაიერნში ადრეულ ასაკში მივიდა

ნიკა ნოზაძის გერმანული გამოწვევა - 10 ლეგიონერი, რომელიც ბაიერნში ადრეულ ასაკში მივიდა
თარიღი 09 ივნ 2021, 12:05

"გაგრას" 17 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ნიკა ნოზაძე მიუნხენის "ბაიერნმა" მსოფლიო გუნდის 19-წლამდელთა შემადგენლობაში მიიწვია.

ქართველი ჩამშლელი "რეკორდმაისტერის" შეკრებას 28 ივნისს მექსიკაში შეუერთდება, სადაც 10 ივლისამდე იქნება და შემდეგ კლუბის მწვრთნელები მიიღებენ გადაწყვეტილებას მასთან დაკავშირებით.

წარმატებები ვუსურვოთ "გაგრას" ჰავბეკს და თემატურად გავიხსენოთ ის ცნობილი ლეგიონერები, რომლებიც "ბავარიაში" ადრეულ ასაკში მივიდნენ.

დავიდ ალაბა (15 წლის) - 2008-2021, 431 მატჩი, 33 გოლი

ალფონსო დევისი (18 წლის) - 2019-დღემდე, 84 მატჩი, 5 გოლი

კინგსლი კომანი (18 წლის) - 2015-დღემდე, 200 მატჩი, 41 გოლი

სამუელ კუფური (17 წლის) - 1993-2005, 277 მატჩი, 11 გოლი

ოუენ ჰარგრივზი (16 წლის) - 1997-2007, 218 მატჩი, 10 გოლი

პაოლო გერერო (18 წლის) - 2002-2006, 44 მატჩი, 13 გოლი

როკე სანტა კრუზი (17 წლის) - 1999-2007, 238 მატჩი, 54 გოლი

რენატო სანჩესი (18 წლის) - 2016-2019, 53 მატჩი, 2 გოლი

პიერ-ემილ ჰოიბერგი (16 წლის) - 2012-2016, 25 მატჩი, 0 გოლი

ლუკას ჰუფნაგელი (7 წლის) - 2001-2011

"გილოცავთ, ჩვენს გუნდში ხარო" - ქართველი ფეხბურთელი ბაიერნმა მიიწვია

"კლუბში იციან, თუ რა მოხდა სინამდვილეში", - ალაბას მამა ბაიერნს ჭორის გავრცელებაში ადანაშაულებს