ავტორიზაცია

ორი კლუბი, რომელიც ჰაკიმისთვის ბრძოლაშია ჩართული

ორი კლუბი, რომელიც ჰაკიმისთვის ბრძოლაშია ჩართული
თარიღი 09 ივნ 2021, 12:48

მილანის "ინტერის" მარჯვენა მცველის, აშრაფ ჰაკიმის სახელს უკავშირებდნენ მადრიდის "რეალსა" და მიუნხენის "ბაიერნს", მაგრამ ახლა ფავორიტები სხვა კლუბები არიან.

Sky Sport Italia-ს თანახმად, მაროკოელი ვინგბექისთვის ამ დროისთვის ლონდონის "ჩელსი" და "პარი სენ-ჟერმენი" იბრძვიან.

"არისტოკრატები" და "პსჟ"-ც "ნერაძურის" თავისი განაპირა მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს სთავაზობს.

ამის გარდა, "ლურჯები" არც ბარტერზე ამბობენ უარს - ფულის გარდა, ემერსონ პალმერი ან ანდრეას კრისტენსენი "გველების" 2-იანის სანაცვლოდ.

შეგახსენებთ, რომ აფრიკელმა ფლანგელმა "ჯუზეპე მეაცაზე" ჩაატარა სადებიუტო სეზონი, რომელშიც მან სკუდეტო მოიგო.

ჩელსის ფეხბურთელი, რომელიც შესაძლოა ჰოლანდის ტრანსფერს შეეწიროს

ცნობილია, თუ რამდენს გამოიმუშავებს ჰაკიმი პსჟ-ში ხელფასის სახით